დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში, მიუხედავად სტაბილიზაციის პროცესისა, მაინც არ მიიჩნიეს საჭიროდ, იმ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა, რაც არის ამ ეტაპზე.

მისი თქმით, შეზღუდვები გაგრძელდება რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი არ გავა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სანამ სტაბილიზაცია გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა და სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში არ იქნება შედარებით მცირე რაოდენობა, არ არის შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებული.