დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დედაქალაქში მობილიზდება დამატებითი საწოლები, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ამავდროულად, გაიზრდება სასუნთქი აპარატების რაოდენობაც. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"საწოლების რაოდენობა ქვეყანაში არის საკმარისი და როგორც იცით, ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით რა არის საწოლების გამოყენების დინამიკა. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან გვაქვს დედაქალაქში ინფიცირებულების მატება, მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება, ახლა სამინისტროში მიმდინარეობს სწორედ ამ კლინიკებთან შეხვედრა და ის არსებული კლინიკები, რომელიც დღეს კოვიდინფექციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულნი, დღის ბოლოსთვის იქნება სრულად ჩართული. რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, ამ ეტაპისთვის ჩვენ 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს თავისუფალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კლინიკების ბაზარზე, რა თქმა უნდა, მოხდება აპარატების დამატება", — განაცხადა ტიკარაძემ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: