დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს დადასტურებული 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარიდანაა, 178 თბილისში დაფიქსირდა, იმერეთში 65 ინფიცირებულია, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 13, ქვემო ქართლში — 15, შიდა ქართლში — 6, გურიაში — 1, რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, იქ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა 4-ია.

გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, ენდელაძის განცხადებით, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 2 — თბილისში, ხოლო 1 საჩხერეში.

მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე სულ კორონავირუსით ინფიცირებული 50 კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, ხოლო 1 ოკუპირებული ცხინვალიდან.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა — 211.

12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის სულ 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 6 538 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 91 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 393 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: