17 მაისი თბილისში: დაკავებულია ათი LGBT აქტივისტი
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში 10 ლგბტ აქტივისტი იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ღობეზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ.
როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატებისა და სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობების ფასადებზე, ღობეებზე და ა.შ. სამართალდარღვევა პირველ ჯერზე 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს ასევე ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, რაც იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
ლგბტ აქტივისტების დაკავებაზე ფეისბუკის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა ლგბტ საქართველოს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლევან ბერიანიძემ: "ამ წამს ლგბტ აქტივისტები დააკავეს ქუჩაში სტენსილების გაკეთების გამო და განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც შემატყობინეს, პოლიცია იქცეოდა და იქცევა ძალადობრივად: ქუჩაში ძირს ახოხიალეს აქტივისტები, ფიზიკურად შეეხნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები. ამ წამს მე და ნინო ბოლქვაძე გავდივართ იმ განყოფილებაში, სადაც ისინი არიან. როგორც გავიგე, ორთაჭალაში ჰყავთ ძველი თბილისის პირველ, ან მესამე განყოფილებაში - მისამართს არ ეუბნებიან წესიერად და ტელეფონში ძლივს მოასწრო ერთ-ერთმა აქტივისტმა უცბად მისამართის თქმა და ტელეფონიც ჩამოართვეს. უშიშროების თანამშრომლები უკვე ატერორებდნენ და ემუქრებოდნენ რამდენიმე ლგბტ აქტივისტს ამ დღეებში. ახლა კიდევ ეს! ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეიდი და ტერორი ლგბტ აქტივისტებზე წელს!"
ლგბტ აქტივისტები საპატრიარქოს ღობეზე ცდილობდნენ წარწერის, სიყვარული თანასწორია, გაკეთებას.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები