რუსთავში მდინარე მტკვარში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების განცხადებით, დღეს, 11 ოქტომბერს მიიღეს შეტყობინება, რომ მოზარდი მტკვარში გადავარდა. მათი თქმით, ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, მყვინთავები და ექოლოტი.