OSCE/ODIHR-ში აცხადებენ, რომ მათი სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო მონიტორინგს დამკვირვებლების შემცირებული რაოდენობით განაგრძობს. მიზეზად Covid-19-ის პანდემიითა და მასთან დაკავშირებული ფრენების შეზღუდვის გამო წევრი ქვეყნის მიერ მიწოდებული მოკლევადიანი დამკვირვებლების რაოდენობის დეფიციტს ასახელებენ.

ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო ვითარებამ და მოგზაურობის შეზღუდვებმა ეუთოს რეგიონში ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მეორე მოკლევადიანი დამკვირვებლების შესაძლებლობაზე უარყოფითად იმოქმედა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ODIHR-ში სამი სადამკვირვებლო აქტივობების ფორმატის შეცვლა გადაწყვიტეს. შედეგად აქამდე არსებული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები (EOM), შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიად (LEOM) შეიცვლება. მათივე განცხადებით, LEOM ექსპერტების ძირითად ჯგუფებს და გრძელვადიან დამკვირვებლებს მოიცავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.