ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშილი, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ართმევს თავს სამედიცინო სექტორის კოორდინირებას.

"ქართული ოცნებისთვის დამახასიათებელი თავმოუბმელობა და უგულისყურობა, ხალხის ინტერესების უგულებელყოფა უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს და ეკონომიკა იქნება თუ ეპიდსიტუაციის მართვა, ამის გამოსწორება უნდა დაიწყოს ამის შემდეგ, რადგან ჩვენ ვხედვათ, რომ ქართულმა ოცნებამ ის 7 თვე, რომელიც საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან გვაშორებს, ვერ და არ გამოიყენა სათანადოდ, იმისათვის, რომ რეალურად ინფექციის გავრცერლებას შევხვედროდით უფრო მომზადებულად.

ეს ეტყობა უკლებლივ ყველა რგოლს, იქნება ეს პირველადი ჯანდაცვა, იქნება ეს ჰოსპიტალური სექტორი... მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავს ვერ ართმევს სამედიცინო სექტორის კოორდინაციის საქმეს. ზუსტად ეს უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს", — აცხადებს ჭიაბერაშვილი.