სასარგებლო კითხვები და რჩევები მივიღეთ — ევროპული საქართველო ბიზნესმენებს შეხვდა
ევროპული საქართველოს ლიდერები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდენენ და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.
დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული გეგმა, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოსაყვანად.
"ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადავლახოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი; როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში 100 000 ახალი სამუშაო ადგილი; როგორ შევამციროთ გადასახადები და დავუზოგოთ ოჯახებს თანხა; როგორ დავეხმაროთ გაორმაგებული პენსიითა და სოციალური დახმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს არის გადაუდებელი ნაბიჯები იმ გარდამტეხი ცვლილებების, რაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების გაზიარება მოხდა ბიზნესთან, ვინაიდან, სწორედ ბიზნესია ის მამოძრავებელი ძალა, ვინც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ვინც უნდა გადაარჩინოს ეკონომიკა, ვინც დღეს ძალიან მძიმე დღეშია საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტური და არაქმედითი მოქმედებების გამო. ამიტომ, საინტერესო შეხვედრაც იყო, საინტერესო დისკუსიაც იყო და ჩვენი ამოცანაა, რომ მუდმივად ვიყოთ კონტაქტში ბიზნესთან იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი გეგმა და ხედვა გახლავთ სწორი გზა, გახლავთ სწორი და ფუნდამენტური ცვლილებების გზა და სწორედ ამ გზით გამოვიყვანთ ქვეყანას ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ამ ხელისუფლებამ", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გიგა ბოკერიამ კი აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მნიშვნელოვანია, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, განვითარებისაკენ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ უმძემესი ეკონომიკური კრიზისის, რომელიც მეწარმეებს, ხალხს, დასაქმებულებს, ყველას დაატყდა ივანიშვილის დამღუპველი პოლიტიკის და პანდემიის გამო, მუდმივი ინტერაქცია გვქონდეს მეწარმეებთან იმ რადიკალურ ცვლილებებზე, რასაც ვაპირებთ ევროპული საქართველო არჩევნებში ივანიშვილის მარცხის შემდეგ და ამ კურსის გამარჯვების შემდეგ. გვქონდა საუბარი, თუ როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ჩიხიდან და ამ გზავნილზე, ტვირთის შემცირება მათთვის, რის ხარჯზე, რომელი გადასახადის ხარჯზე, რათა ყველა ადამიანს საშუალოდ დარჩეს დოვლათი ჯიბეში, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდეთ ყველანი ერთად. ამ საკითხს ეძღვნებოდა ეს შეხვედრა. ძალიან სასარგებლო კითხვები და რჩევები მივიღეთ იმ მიმართულებით, რომლითაც ევროპული საქართველო აპირებს ამ გარდამტეხი ცვლილებების გეგმის განხორციელებას", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები