მიტანის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორი წელია საქართველოში ოპერირებს. Glovo-ს მეშვეობით, 24 საათის მანძილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვების, ისე სხვადასხვა ნივთების შეკვეთის მომსახურებით. Glovo-თი სარგებლობა ამჟამად საქართველოს 5 ქალაქში — თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.

Glovo ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა განსაკუთრებული შეთავაზებები და საუკეთესო სერვისი მიეწოდებინა მოხმარებლებისთვის. გასული ორი წლის განმავლობაში, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, Glovo-მ ძალიან ბევრი, საინტერესო და გამორჩეული მოგონება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. კომპანია მადლობელია ყველა იმ პარტნიორის, რომელთა გარეშეც, ეს დაუვიწყარი ორი წელი ვერ შედგებოდა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, 1 წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ვაგროვებდით პლუს ქულებს; TBC Concept-ის მომხმარებლებს ულიმიტო უფასო მიტანის სერვისი შევთავაზეთ; Space-თან ერთად კი ქეშებექების დაუსრლებელი სერია წამოვიწყეთ.

CENN-თან თანამშრომლობით, ჩვენ ერთად ვიზრუნეთ გარემოზე და შეამცირე პლასტმასას ფარგლებში, ერთჯერადი ჭურჭელის გამოყენება უბრალოდ დავივიწყეთ. VISA-ს მომხმარებლებთან ერთად დავეხმარეთ კათარზისის ბენეფიციარებს და ქართული სტარტაპების დასახმარებლადაც გავერთიანდით. VISA მუდმივად სთავაზობს სიურპრიზებს Glovo-ს მომხმარებლებს, მაგალითად, მთელი ოქტომბრის მანძილზე, VISA ბარათით გადახდისას მიტანის საფასური ქეშბექად გიბრუნდებათ.

McDonald's Georgia-ს ექსკლუზიურ, ყველაზე გემრიელ შეთავაზებებს არც კი შეგახსენებთ! მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ჩვენი უახლოესი მეგობარია.

Open Air-ის ჯადოსნური მუსიკალარი საღამოები, Startup Grind Tbilisi-ის დამამახსოვრებელი შეხვედრები და კიდევ ძალიან ბევრი მოგონება... საქართველოში ოპერირების ორი წლის თავზე, ჩვენ გვიხარია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვიყავით.

გპირდებით, რომ მომავალში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი შემოთავაზებითა და ბედნიერი ემოციებით სავსე მომსახურებას შემოგთავაზებთ.

Glovo-ს დაბადების დღე კი ვერ შედგება ჩვენი საყვარელი მომხმარებლების გარეშე! ამიტომ, საქართველოში შემოსვლის ორი წლის თავზე, გთავაზობთ 20% და 30%-იან ფასადაკლებებს საყვარელი რესტორნებისა და სუპერმარკეტების კომბოებზე.

მეგობრებთან ერთად თუ მუსიკალურ ფესტივალებზე, პანდემიასა თუ დაბადების დღეებზე, ბედნიერებასა თუ ზამთრის ცივ საღამოებში, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეუკვეთოთ, წამოიღოთ, ან გააგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1,8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com