ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა. ფილმის რეჟისორი ნათია ნიკოლაიშვილია, პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა და ქართული კომპანია 20 Steps Productions.

საერთაშორისო ჟიურიმ 28 ანიმაციიდან გამარჯვებულები 4 ნომინაციაში შეარჩია. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო ფორუმი 6-8 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა.