გალდავას თქმით, სუს უთვალთვალებს; უწყებაში ამბობენ, რომ მანქანა არა მათ, არამედ თანამშრომელს ეკუთვნის
ლელოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას თქმით, სუს-ის განცხადებებით დასტურდება, რომ მას და მისი ოლქის წევრებს უთვალთვალებდნენ. ასე ეხმაურება ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეოკადრებში ნაჩვენები ნომრები არა უწყების, არამედ მათი თანამშრომლის მანქანის საკუთრებაა.
"გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენები ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: SZ-303-SZ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა.
საშვი, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის წინა საქარე მინაზე, გაიცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომით სარგებლობისათვის, როგორც სამსახურის ბალანსზე არსებული, ასევე თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე", — აცხადებენ სუსში.
ლანა გალდავა მოითხოვს, რომ მოხდეს ვიდეოზე დაფიქსირებული იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც მას და მისი ოლქის წევრებს გუშინ ვარკეთილსა და მეტრომშენის დასახლებაში შეხვდნენ. ასევე, ის მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება.
"თუ მანქანა ეკუთვნის სუს-ის თანამშრომელს და მართავს სხვა პირი, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, როდესაც ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ მიმდინარეობს ყოველდღიური დევნა. კერძოდ, მათ პერსონალური მონაცემები იძულებით ჩამოართვეს ჩემი შტაბის წევრებს და ჩემს ოფიციალურ წარმომადგენელს საოლქო-საარჩევნო კომისიაში.
მივმართავ სუს-ს: თქვენი თანამშრომლები თუ მათი ოჯახის წევრები ქუჩებში შეიარაღებული გადაადგილდებით, ეს არის პრობლემა და მოვითხოვ ყველა ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ასევე, მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, დააფიქსირონ წინასაარჩევნო ძალადობრივი გარემო", — აცხადებს ის.
დღეს, 9 ოქტომბერს, გალდავამ განაცხადა, რომ სუს მის წინასაარჩევნო კამპანიას ხელს უშლის. მისი თქმით, მეტრომშენის დასახლებაში მას და თავისი ოფისის წევრებს პლაკატების გაკვრისას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პერსონალური მონაცემები მოსთხოვეს. მისივე თქმით, გარდა ამისა, ძალოვანებმა ისინი დააშინეს, რომ იმ მონაცემებით მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა და ზეწოლას განახორციელებდნენ.
"გამოიძახეს სამი ეკიპაჟი, რის შემდეგაც პირადად მივედი და დავაფიქსირე არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორები, არამედ პირები დაბურულ შუშებიანი მანქანებით, რომლებიც შემდეგ ლოკაციაზე გამომყვნენ. ერთ-ერთს ხელკეტიც კი ჰქონდა მანქანაში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზე. ყველა ეს პირი იდენტიფიცირებულია, ისინი იყვნენ გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და მეტრომშენის ზონის კოორდინატორი ქართული ოცნებიდან", — განაცხადა ლანა გალდავამ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები