2017 წლის 4 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნა 84 მილიონი ლარი იყო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.3%, მაქსიმალური - 7.65%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.51% განისაზღვრა.