დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ მრავალჯერადი პირბადეების გამოყენებისას აუცილებელია ისინი ყოველდღიურად გაირეცხოს და გაუთოვდეს.

"გარეცხვა და გაუთოება — ეს არის მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების მოხმარების აუცილებელი წესი. გინდ მრავალჯერადი და გინდა ერთჯერადი პირბადე იყოს, არ უნდა შევეხოთ გარეთა ზედაპირს. ყოველთვის როცა ვიკეთებთ ან ვიხსნით, ხელი უნდა მოვკიდოთ თამასებს, რომლითაც ყურზე ვიმაგრებთ", — განაცხადა პაატა იმნაძემ.

ხათუნა ზახაშვილმა კი განმარტა, რომ მრავალჯერადი პირბადის გამოყენებისას აუცილებელია მისი სწორად გაუთოება.

"კარგად დააკვრიდით მასალას, რისგან არის დამზადებული პირბადე და შესაბამისად გამოიყენეთ უთო. არ დააზიანოთ პირბადენ და არ აღმოჩნდეთ ისე, რომ მომდევნო დღეს პირბადე არა გაქვთ. ყოველთვის იქონიეთ პირბადის სათანადო მარაგი იმ შეთხვევაში, თუ მისი გამოცვლა დაგჭირდათ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აცივდება, პირბადეები ინტენსიურად დაინესტება და მისი შეცვლა შეიძლება, უფრო ხშირად დაგჭირდებათ", — განცხადა მან.

ზახაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ პირბადე ინდივიდუალური დაცვის საშუალებაა და ის სხვებს არ უნდა გავუზიაროთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტრაბიანი შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ. კითხვაზე, დედაქალაქში კოვიდინფიცირების შემთხვევების მატებისას განხიილება თუ არა იმავე შეზღუდვების დაწესება, რაც ბათუმშია, გამყრელიძე პასუხობს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები ახლაც წესდება და ამატებს:

"რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და იმედი მაქვს, რომ ორშაბათს, რა ტიპის იქნება, თუ როგორი, ან იქნება, თუ არ იქნება, მიღებული იქნება საკოორდიანციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი".

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარიდანაა, თბილისიდან — 179. ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა იმერეთი 91 ახალი შემთხვევით. სხვა რეგიონებში დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:

ქვემო ქართლი — 28, შიდა ქართლი — 10, კახეთი — 11, მცხეთა-მთიანეთი და გურია — 3, სამცხე-ჯავახეთი — 1.

ენდელაძის თქმით, მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით, ყველაზე საშიში ვითარება, ეპიდემიოლიგიური კუთხით, ამ დროისათვის თბილისშია.

9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

სულ კორონავირუსის 1 0752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 5 866 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 72.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 574 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 338 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: