2021 წლის ბიუჯეტი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი მოკლა — ლევან კობერიძე
ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის ოლქში, ლევან კობერიძე 2021 წლის ბიუჯეტს აფასებს და ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის ეკონომიკურ ხედვაში ანაკლიის პორტი არც კი განიხილება.
კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ანაკლიის თემა უგულებელყოფილია.
"ბიუჯეტში ანაკლიის პორტზე მხოლოდ 1,5 მლნ. ლარია გათვლილი, რომელსაც რა მიმართულებით, დახარჯავენ უცნობია. სხდომაზე მთავრობას ჰქონდა შანსი ბიუჯეტის განხილვა არ ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ციფრებსა და საბიუჯეტო პარამეტრებზე ხაზგასმა, რადგან კარგი იქნებოდა, კრიზისზე, რომელშიც ვართ, გვემსჯელა და ამის ინიციატივა თავად გამოეჩინათ, რადგან ოპოზიციის ინიციატივებს არ იღებენ ყურად. ამ მსჯელობით ერთად ვნახავდით გამოსავალს. თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ანაკლიაა და რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა ქვეყნაში. თუმცა, მათი განცხადებებით და ბიუჯეტით ნათლად დავინახეთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს. ამ დროს კი ინვესტორებთანაც არ აწარმოებენ მოლაპარაკებას. იმით რომ სახელმწიფოს არ აქვს ანაკლიასთან დაკავშირებული ხედვა, იმედს უკლავს როგორც სამეგრელოს მთლიან მხარეს, ასევე აფხაზებს, რომლებიც ელოდებოდნენ და კითხულობდნენ რა გზით შეეძლოთ გადმოსვლა სამუშაოდ, რაც გარკვეული ხიდი იქნებოდა ჩვენს შორის. ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს სიღარიბის პოლიტიკას და არა განვითარებასა და წინსვლას", — აცხადებს კობერიძე.
ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, განწყობები, რომელიც სხდომაზე უნდა წარმოგვედგინა, იქნებოდა შემდეგი ასახვა ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან ეკონომიკა არის განწყობები და არა ზუსტი მეცნიერება.
"ბიუჯეტი უნდა იყოს ასახვა მიღებული გადაწყვეტილებების და ხედვების, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. ანაკლია — პორტი, რომელიც ქვეყნის მთავარი ძალა და ლოკომოტივია — არ არის ბიუჯეტში ასახული, რაც ქმნის შესაბამის განწყობას და მომენტალურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც. ხელისუფლება ანაკლიის პორტს ეკონომიკის ხედვიდან იღებს და აგდებს. ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილი და მოიზიდოს ფინანსები. ალბათ, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი არ არის საჭირო. თუმცა, როგორც კი ქართულ ოცნებას ხელისუფლების გავისტუმრებთ, იმ დღიდანვე შევუდგებით ამ პროექტის განხორციელებას", — აცხადებს ლევან კობერიძე.
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები