დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისის 32-ე სკოლაში დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. On.ge-ს სკოლის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში, ხოლო 900-მდე მოსწავლე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

"სკოლის სრულად გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე გამოიწვია მოადგილის დადასტურებამ, გუშინ, დაახლოებით, 5 საათისთვის დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავედით, ხოლო 900-მდე მოსწავლე, ოღონდ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, ვინც შედიოდა, გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე", — განაცხადეს ადმინისტრაციაში.

9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. სულ კორონავირუსის 1 0752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 5 866 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 72.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 574 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 338 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: