ევროპული საქართველოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მარეგულირებელი კომისიის წინ აქცია გამართა. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ, მარეგულირებელმა კომისიამ დართოს ნება ტელევიზიებს, გაუშვან პარტიის საარჩევნო კლიპი ეთერებში.

პროტესტის მონაწილის, ლაშა ელიაძის თქმით, მარეგულირებელი კომისიის ქმედება არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

"ბექაური არის ცენზორი. დღეს, ჩვენ, ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს ტელევიზიებს რომ გაუშვან ევროპული საქაღთველოს საარჩევნო კლიპი, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ივანიშვილის სურვილების ამსრულებელი ბექაური კრძალავს ჩაეშვას ეს კლიპი ქართულ მედიასივცეში და ვთხოვთ მას დროულ პასუხს, თუ როდის ჩაეშვება ჩვენი კლიპი ეთერში", — განაცხადა ლაშა ელიაძემ.