ამ ძაღლებზე ვერასდროს იფიქრებდით, რომ ისინი ოდესმე ბედნიერები იქნებოდნენ და საშინელ დაავადებებს დაამარცხებდნენ, თუმცა ზრუნვასა და სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

ნახეთ ძალიან საყვარელი ძაღლები, რომელთა სიცოცხლეც მოსიყვარულე პატრონებმა იხსნეს.

1. ძაღლი, რომელიც ადამიანებს გაურბოდა

ამ ოთხფეხას ქეცი და სხვა უამრავი დაავადება ჰქონდა, ახლა კი სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერია.

ფოტო: Save a Greek Stray

2. ძაღლი, რომელიც ვერ დადიოდა

მილი ნაგავსაყრელზე იპოვეს უამრავი დაზიანებით, ახლა კი ის ახალ სახლში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ფოტო: Frank Bruynbroek

3. პიტბული, რომელიც მაღაზიასთან მიატოვეს

მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია.

ფოტო: Friends To The Forlorn Pitbull Rescue

4. ძაღლი მონრეალის ქუჩიდან

როდესაც ეს პატარა არსება იპოვეს, დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, რომ ნამდვილად ძაღლი იყო. შეკრეჭამ, დაბანამ და პატრონის მზრუნველობამ მას ახალი სიცოცხლე აჩუქა.

ფოტო: Quebec Society for Protection Of Animals

5. ცვლილებების სამი თვე

სიკვდილის ზღვარზე მყოფმა ძაღლმა 3 თვეში ფორმაც დაიბრუნა და თავდაჯერებულობაც.

როგორც ხედავთ, სიყვარულს ნამდვილად დიდი ძალა აქვს და მას ყველაზე დასუსტებული არსებების წამოყენებაც კი შეუძლია ფეხზე.