10 უცხოური სერიალი, რომელიც ქართულ არხებზე გადიოდა
ცხადია, ქართულ არხებზე ბევრად მეტი უცხოური სერიალი ვიხილეთ, თუმცა სტატიის ავტორმა უტიფრად, თვითნებურად და გარკვეული ნოსტალგიების გაღვიძების მიზნით, აი, ეს 10-ეული შეარჩია:
1. დაკარგული ქვეყანა
პირველად მეთავგადასავლეთა სწორედ ეს საოცარი გუნდი უნდა გავიხსენოთ: მეოცნებე პროფესორი ჩელენჯერი, ავლადიდების მემკვიდრე მარგარეტ კრუ, გამოცდილი მონადირე ჯონ როქსტონი, საქვეყნოდ ცნობილი სწავლული-პროფესორი სამერლი, მამაცი რეპორტიორი ნედ მელოუნი და, რა თქმა უნდა, დაკარგულ სამყაროში მობინადრე ველური — ახალგაზრდა ვერონიკა.
პერსონაჟები უნიკალურ ექსპედიციაში მიემგზავრებიან, რომლის მიზანიც შეუძლებლის დამტკიცებაა — იმის, რომ პრეისტორიული სამყარო არსებობს. საბოლოოდ ისინი შემთხვევით აღმოჩნდებიან დაკარგულ სამყაროში, რომლის თვალწარმტაცი სილამაზით მოხიბლულებსაც მისი დაკარგული ცივილიზაციებისა და თითქოს წარმოსახვიდან გაცოცხლებული არსებების გარემოცვაში გადარჩენა და შინ დასაბრუნებელი გზის ძებნა უწევთ.
სერიალი არტურ კონან დოილის ამავე სახელწოდების ცნობილ წიგნზეა დაფუძნებული, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სააკმაოდ მცირედით.
2. ექიმი ჰაუსი
ექიმ ჰაუსში ეპიზოდების მსვლელობა საკმაოდ ერთგვაროვანია — თავიდან გვაჩვენებენ მოვლენებს, რომლებიც პაციენტში სიმპტომების გამოჩენამდე მოხდა, შემდეგ ექიმები ამ სიმპტომების გამომწვევი დაავადების დადგენას ცდილობენ, ბოლოს კი, რა თქმა უნდა, ექიმი ჰაუსი დიაგნოზს თავისებურად ჩააკვარახჭინებს.
თუმცა, ამ ერთგვაროვნების მიუხედავად, სერიალი მოსაბეზრებელი არასდროს გამხდარა, რაც, ჰიუ ლორის შეუდარებელ შესრულებასთან ერთად, ჰაუსის პერსონაჟის ორიგინალურობის დამსახურებაა — ექიმი გამაოგნებლად კარგი სპეციალისტია, რომელიც თავისებური ხასიათის გამო პაციენტებსა და კოლეგებში მაინცდამაინც დიდი სიმპათიით არ სარგებლობს: ის საკმაოდ ჩაკეტილი, უტაქტო და ცინიკურია, ხშირად ზემდგომებსაც ეურჩება და დადგენილ წესებს მთლიანად უგულებელყოფს.
სწორედ ეს თავისებურებები ეხმარება მას რთული და უპრეცედენტო შემთხვევების დროულად იდენტიფიცირებაში, სერიალს კი — მაყურებლების გულის დაპყრობაში.
3. 24 საათი
ბევრისთვის საყვარელი პოლიტიკური თრილერი 24 საათი მისი მთავარი პერსონაჟის, აგენტი ჯეკ ბაუერის, რბოლა იყო დროის წინააღმდეგ.
სერიალის პირველი სეზონის მოვლენები შუაღამით იწყება და მთავრდება ლოს-ანჯელესში, სადაც პირველადი საპრეზიდენტო არჩევნების დღეა კალიფორნიაში. ჯეკ ბაუერს უწევს, დაგეგმილი მკვლელობისგან კალიფორნიის სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი დევიდ პალმერი დაიცვას, ასევე გადაარჩინოს საკუთარი ოჯახი — ცოლი და პატარა გოგონა — შეთქმულების ავტორებისგან, რომლებსაც საიდუმლოდ წარმოებული საომარი მისიის გამო შურისძიება სწადიათ.
სერიალი რეალური დროის კონცეფციის ფორმატით შეიქმნა — თითოეულ სეზონში 24 სერიაა, რომელიც ჯეკ ბაუერის ცხოვრების 24 საათს აღწერს.
4. მეათე სამეფო
ვინმეს ბოლომდე გახსოვთ და გესმოდათ, ამ სერიალში რა ხდებოდა?
დიდად არც სტატიის ავტორს, მაგრამ ოქროსფერი რეტრივერი, ტროლები, ცხრა სამეფოს პარალელურ სამყაროში გამავალი ჯადოსნური სარკე და ადამიანად გადაქცეული მგელი კი ნამდვილად ფიგურირებდნენ.
სერიალის მთავარი გმირი ვირჯინია და მისი სამი თანამგზავრი — მამამისი ტონი, რომელიც ეგოისტი და ძუნწი ტიპიდან მზრუნველ მამად გადაიქცევა; მგელი, რომელსაც ვირჯინიას მოკვლა ევალებოდა, მაგრამ გზად შეუყვარდება; და პრინცი ვენდელი (აი, ის, ძაღლის სხეულში რომაა გამომწყვდეული და თავიდან საკმაოდ წუწუნა და პრეტენზიულია) — ბოროტი დედოფლისა და მისი პირადი დაქირავებული მკვლელისგან, მონადირისგან, ცხრა სამეფოს გადარჩენასა და შინ დაბრუნებას ცდილობენ.
5. გაქცევა
ორი ძმის — უმცროსი მაიკლ სკოფილდისა და უფროსი ლინკოლნ ბეროუზის — თავგანწირულობისა და ერთგულების ამბავმა თავის დროზე ყველა ასაკის მაყურებელი დაატყვევა.
სერიალში უენტუორთ მილერის პერსონაჟი განზრახ ხვდება ფოქს-რივერის ციხეში მას შემდეგ, რაც მის უდანაშაულო უფროს ძმას სიკვდილს მიუსჯიან. ძველად მაიკლი ციხის რეკონსტრუქციით იყო დაკავებული და დაწესებულების არაერთი საინტერესო გამორჩეულობა იცის, ამიტომ ის ლინკოლნის გადასარჩენად ციხიდან გაქცევას გეგმავს — საამისოდ საჭირო ინფორმაცია კი მთელ სხეულზე აქვს ამოსვირინგებული.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ლინკოლნ ბეროუზის როლის შემსრულებელმა დომინიკ პარსელმა დაადასტურა, რომ მალე სერიალი მეექვსე სეზონით დაგვიბრუნდება.
6. Glee
მიუზიკლის, დრამისა და კომედიის ეს ნაზავი ჩვენი თინეიჯერული მოგონებების ოქროს საბადოა.
სერიალში ესპანურის მასწავლებელი მიუზიკლების დასადგმელად თეატრალურ-მუსიკალური გუნდის შეკრებას იწყებს. თავიდან ამ კოლექტივში ჩაგრული მოსწავლეები ერთიანდებიან, თუმცა ნელ-ნელა გუნდი პოპულარული ხდება და უფრო ფართოვდება, მისი წევრები კი თავდაჯერებულობის მოპოვებასთან ერთად სკოლის "პოპულარულებისა" და "ლუზერების" სტერეოტიპული გაყოფის სისტემის მიმართ შეუვალები ხდებიან.
სერიალში პერსონაჟები სხვადასხვა ცნობილი სიმღერის ქავერ-ვერსიებს ასრულებენ. ყოველ ეპიზოდს თავისი თემა და სიმღერა აქვს. სერიალის განსაკუთრებით ცნობილ და პოპულარულ შესრულებებს შორისაა Don't Stop Believing (იხილეთ დართული ვიდეო), Loser Like Me, Teenage Dream, Forget You და სხვები.
7. დაკარგულები
მადლობა მას, ვინც ამ სერიალის ქართულ ტელესივრცეში შემოტანის იდეა პირველად გააჟღერა — Lost-ს არაერთი დაუვიწყარი მოგონება და გრძნობა უჩუქებია ქართველი მაყურებლებისთვის, მისადმი სიყვარულს კი ბევრი ჩვენგანის გულებში დღემდე ძალიან დიდი ადგილი უკავია.
ავიაკატასტროფის შემდეგ Oceanic 815-ის რეისის გადარჩენილი მგზავრები (ერთი შეხედვით) უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან, სადაც იდუმალი არსებებისგან თავის გადასარჩენად იძულებულნი არიან, ერთად იმოქმედონ — თუმცა პოლარულ დათვსა და შავ კვამლს მალევე კუნძულის ადგილობრივები, "სხვები", ემატებიან.
სერიალი თავისი უნიკალური მითოლოგიით, ორიგინალური სცენარით, რეალური პერსონაჟებითა და მათი ამბის სიღრმისეულად თხრობის სტილით გამოირჩეოდა. მასში კონკრეტულ პერსონაჟებსა და მათ წარსულს ხშირად ეთმობოდა დრო ცალკეული სერიების სახით (თანაც საკმაოდ შედევრულების).
8. დინოტოპია
სანამ უენტუორთ მილერი ფოქს-რივერის ციხიდან გაქცევით დაგვამახსოვრებდა თავს, ის ჯერ დინოზავრებით სავსე მინისერიალ დინოტოპიაში ვიხილეთ.
სერიალში ძმები სკოტების თვითმფრინავი უცნობ კუნძულზე ჩამოვარდება და ისინი დინოტოპიის სახელით ცნობილ ქვეყანაში აღმოჩნდებიან. ამ ფანტასტიკურ სამყაროში ადამიანები და გონიერი დინოზავრები ერთად თანაცხოვრობენ — მეტიც, თითოეულ ადამიანს თავისი დინოზავრი ჰყავს. თუმცა დინოტოპიის დედაქალაქის მახლობლად ველური მტაცებლები დათარეშობენ, დამატებით კი ჯადოსნური ქვეყნის სიცოცხლის წყარო — მზის ქვები — ძალას კარგავენ, რის გამოც ძმებს უკვე მათ სახლად ქცეული პრეისტორიული სამოთხის გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.
მოკლედ, ცოტა დაკარგულები, ცოტა ოქროს კომპასი, ცოტაც იურული პერიოდი და ამას ბონუსად გაქცევის ოსტატი — მშვენიერი კომბოა, რომელსაც ჩვენთვის არაერთი კარგი მოგონება დაუტოვებია.
9. რელიკვიების მაძიებელი
ესეც ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი "ქრაშები" — ტია კარერე და კრისტიენ ანჰოლტი.
სერიალის მთავარი პროტაგონისტი პროფესორი-არქეოლოგი სიდნი ფოქსი და მისი ასისტენტი ნაიჯელ ბეილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადგილს სტუმრობდნენ — ნეპალი, გერმანია, ეგვიპტე, პარიზი, სამხრეთ ამერიკა და სხვა — მათთან ერთად კი უძველესი რელიკვიებისა და ისტორიული არტეფაქტების ძიებაში ჩვენც ახალ-ახალ თავგადასავლებს ვაწყდებოდით.
სხვათა შორის, სერიალის მე-3 სეზონის მე-15 ეპიზოდში საქართველოცაა ნახსენები.
10. მეამბოხე სულები
ბოლოსთვის ეს არგენტინული ტელენოველა და ბევრი ჩვენგანის სკოლისდროინდელი "რებელობის" მთავარი წყაროც გავიხსენოთ.
სერიალი მდიდარი და გავლენიანი ხალხის შვილებისთვის განკუთვნილ ინტერნატში ვითარდება, სადაც თითოეული მოზარდი საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს, მათ კი ერთი რამ აერთიანებთ — თავისუფლებისა და ამბოხის სურვილი.
ერთგულ მაყურებელს სერიალიდან ბევრი პერსონაჟი უნდა ახსოვდეს: მუდამ სამართლიანობისთვის მებრძოლი და კოლეჯის მთავარი მეამბოხე მარისა სპირიტო; სკოლის ელიტის ყველაზე ლამაზი და პოპულარული წარმომადგენელი, საკმაოდ ეგოისტური და ქედმაღალი მია კოლუჩი; მამის, ქალაქის მერის, გავლენიდან თავის დაღწევის მცდელობებში დაკარგული პაბლო ბუსტამანტე; და მანუელ აგირე, რომელმაც საკუთარი ცოდნითა და ძალისხმევით მოახერხა კოლეჯში მოხვედრა იმ მიზნით, რომ ვალებში ჩავარდნილი მამის თვითმკვლელობისთვის შური იძიოს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები