თბილისში, სამგორის რაიონში, სამხედრო ვერტმფრენის გადატანის დროს ქალაქში მოძრავი ლურჯი ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ავტობუსის მძღოლი უკვე დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.