Google-ის ცნობილი აპლიკაციის, Google Arts & Culture, ახალ ფილტრს გვთავაზობს, რომლის საშუალებითაც თქვენი სურათი ხელოვნების ცნობილ ნიმუშად შეგიძლიათ გადააქციოთ.

აპლიკაციის საშუალებით მარტივად გაიგებთ, როგორი იქნებოდით, ფრიდა კალოს, ვან გოგს, ედვარდ მუნკს ან სხვა გამოჩენილ ხელოვანს რომ დაეხატეთ.

ფილტრები 3D მოდელისაა და თუ განსხვავებული რაკურსით გაქვთ გადაღებული ფოტო, მაინც შეძლებთ, რომ "გოგონა მარგალიტის საყურის" ნახატად იქცეთ. აპლიკაციის გამოსაყენებლად ტუტორიალის ნახვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ზე, ასევე App Store-ში. Google-ში მიიჩნევენ, რომ მას საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს. ის ასევე გიჩვენებს, რომელ ცნობილი ნახატის პერსონაჟს ჰგავხარ და როგორც ნამუშევარზე, ისევე მის შემქმნელზე, ინფორმაციას მოგაწვდის. პანდემიის დროს, როცა უამრავი მუზეუმი ჯერ კიდევ დაკეტილია, ხელოვნების სფეროში ცოდნის გაღრმავება ასეთი სახალისო გზით არც ისე ურიგო გადაწყვეტილებაა.

ამავე თემაზე: