მიზეზი, რის გამოც საქართველოში Booking.com-ს უჩივიან
კონკურენციის სააგენტოში Booking.com-ის წინააღმდეგ განაცხადი შევიდა. სააგენტოს ცნობით, 10 იანვრამდე გადაწყდება, დაიწყება, თუ არა მოკვლევა.
Booking.com-ს ააიპ კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი უჩივის. აღნიშნული ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამართლებრივი პრობლემა Booking.com-ის ხელშეკრულების ერთ-ერთ დებულებაშია, რომლის მიხედვით, სასტუმროებს არ შეუძლიათ უფრო დაბალი ფასები განათავსონ საკუთარ, ან სხვა, Booking.com-ის კონკურენტ ვებგვერდებზე.
ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, სოლომონ მენაბდიშვილი On.ge-ს იმ მიზეზებზე ესაუბრა, რის გამოც საქმისწარმოებას ითხოვს:
"კონკრეტულად პრობლემა კონკურენციის სამართლის ნორმების მხრივ ის არის, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ დებულებაში წერია პირობა, რომ თუ სასტუმროებს, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ დადებული Booking.com-თან, ექნებათ უფრო დაბალი ფასები თავის ვებსაიტზე განთავსებული, ან სხვა პორტალებს, ან Booking.com-ის კონკურენტებს მისცემენ უფრო დაბალ ფასად, შესაბამისად Booking.com-ზეც ავტომატურად უნდა გავრცელდეს ეს დაბალი ფასი. ეს კონკურენციის პრინციპს არღვევს იმიტომ, რომ თვითონ სასტუმროს, ვისაც უნდა, როგორც უნდა, რა ფასადაც უნდა შეუძლია მისცეს."
სოლომონ მენაბდიშვილმა On.ge-ს ასევე უთხრა, რომ აღნიშნული პირობების გამო ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ Booking.com დააჯარიმა:
"მაგალითად, გერმანიასა და შვეიცარიაში კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და დააჯარიმა [Booking.com] ამ მუხლების გამო. ახლა საფრანგეთშიც მიდის იგივე კომპანიის წინააღმდეგ დავა."
მენაბდიშვილი მიიჩნევს, რომ Booking.com არღვევს "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რაც გულისხმობს კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას და შეთანხმებულ ქმედებას.
კომპანია Booking.com სასტუმროების, ჰოსტელებისა და გესთაუსების მეპატრონეებს მსოფლიო მასშტაბით აძლევს საშუალებას, საიტზე განათავსონ ინფორმაცია გასაქირავებელი ნომრებისა და ოთახების შესახებ. Booking.com მსოფლიოში ამ სერვისის შემთავაზებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსია, რომელსაც მოგზაურები აქტიურად იყენებენ ნომრების დასაჯავშნად.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები