დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოში აცხადებენ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

8 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 318.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარიდანაა, ხოლო თბილისიდან — 134. სხვა რეგიონებში დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი — 68; სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 8; შიდა ქართლი — 6; კახეთსა და მცხეთა მთიანეთში — 5.

სულ კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 5 553 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 66.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 655 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 230 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: