7 ოქტომბერი ტექნიკის მოყვარულებისათვის სასიამოვნო და განსაკუთრებული სიურპრიზით დაიწყო — გრანდ ელექტრონიქსის ახალ ფილიალში პირველ ხუთ მომხმარებელს კომპანიამ თითოეულ შენაძენზე ფასიანი საჩუქრები გადასცა. სითი მოლის ფილიალში ფასდაკლებების სერია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება (აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება შეეხება პრემიუმ ბრენდ SHARP-ისა და ასევე მაღალი კლასის ბრენდ KUPPERSBERG-ის ჩასაშენებელ ტექნიკასაც).

ფოტო: გრანდ ელექტრონიქსი

სითი მოლის გრანდ ელექტრონიქსი თანამედროვე ტექნიკის მაღაზიის კონცეფციის მიხედვით დაიგეგმა. გახსნის იდეა პირველად საყოველთაო კარანტინის პერიოდში გაჩნდა და მის ხორცშესხმაზე მუშაობაც ამ დროიდანვე დაიწყო. კომპანია მსოფლიოში მიმდინარე კრიზისს არ შეუშინდა, გამოწვევა სრული პასუხისმგებლობით მიიღო და რისკებს სწორი მენეჯმენტის განხორციელების გზით შეეჭიდა, შედეგად კი ურთულესი პერიოდი წარმატებად გარდაქმნა.

საბურთალოს სითი მოლის ახალი მაღაზია გრანდ ელექტრონიქსისათვის რიგით მეხუთეა მეგალაინის, ისთ ფოინთის, გლდანისა და ვარკეთილის ფილიალების შემდეგ. ახალი ფილიალი ტექნოლოგიურად უფრო თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის მქონე და მეტად მოსახერხებელია ვიზიტორებისათვის.

"თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ტექნოლოგიური პროდუქტები ადამიანების კომფორტისთვისაა შექმნილი, მაშინ მაღაზიაც სწორედ ამ მიდგომის შესაბამისად უნდა იყოს დაგეგმარებული", — განაცხადა კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ნინი ნიქაბაძემ.

ფოტო: გრანდ ელექტორნიქსი

სხვადასხვა ტიპის ზონებად დაყოფილი ფილიალი მაქსიმალურად გაუმარტივებს მომხმარებელს სასურველი პროდუქტის მოძებნას; ასევე, ბუნებრივია, მყიდველს შეეძლება ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად თითოეული ნივთის გამოცდა.

"გრანდ ელექტრონიქსში მივიჩნევთ, რომ ტექნიკის მაღაზია მაქსიმალურად უნდა მოერგოს ტექნოლოგიებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ იმ პროდუქტის ხარისხზე, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, არამედ ვცდილობთ, მათ შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოც", — აღნიშნა ნინი ნიქაბაძემ.

უფრო მეტად ციფრულ, თანამედროვე და ინოვაციურ ფილიალში მარტივად და თვალსაჩნოდაა დაყოფილი კატეგორიის ზონები; გამოსაცდელი ზონა; პრემიუმ და ბიუჯეტური მოხმარების საერთაშორისო ბრენდები: TOSHIBA, MIDEA, SHARP, SHIVAKI, Mitsubishi Electric, Warmhaus, Ardesto, Philips, KENWOOD, Braun და სხვა. ამასთანავე, მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, დახვდებიან კონსულტანტები, რომლებიც თითოეული მიმართულებით პროდუქციის ექსპერტები არიან.

ფოტო: გრანდ ელექტრონიქსი

სამზარეულოს ტექნიკა, აუდიოსისტემები, მსხვილი ტექნიკა, გათბობა-გაგრილების სისტემები, კომპიუტერები და მობილურები, აქსესუარები — პრემიუმ კლასისა და ბიუჯეტური საერთაშორისო ბრენდების ასობით ტექნიკური მოწყობილობა სითი მოლი საბურთალოს გრანდ ელექტრონიქსის დახლებზე უკვე გამოჩნდა.

გარდა ამისა, ამ კვირიდან გრანდ ელექტრონიქსის ახალი ფილიალი უკვე ფასდაკლებების პარასკევებსაც მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ყოველ პარასკევს გრანდ ელექტრონიქსის ნებისმიერ ფილიალში და ვებ-გვერდზე კონკრეტული ბრენდების ყველა პროდუქტზე განსაკუთრებული ფასდაკლებები იმოქმედებს. პარასკევების აქცია ნოემბრის ბოლომდე, შავ პარასკევამდე გასტანს.