კოსმოსში ვირტუალურად გალაშქრების დრო დადგა — Mars Horizon კოსმოსური სააგენტოს ახალი სიმულაციური თამაშია, რომელიც 7 ოქტომბირდან 13 ოქტომბრის ჩათვლით Stream Game ფესტივალის ფარგლებში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

თამაშში მზის სისტემის აღმოსაჩენად საკუთარი კოსმოსური პროგრამის შექმნაა შესაძლებელი. თავდაპირველად თამაშს კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობებით იწყებ, შემდეგ კი მთვარეზეც კი ეშვები. თამაშში სხვადასხვა სააგენტოს არჩევა შეგიძლია, იქნება ეს ESA, აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის თუ იაპონიის სააგენტოები.

ფოტო: Auroch Digital/Irregular Corporation

ფოტო: Auroch Digital/Irregular Corporation

"Mars Horizon-ში მოთამაშეები საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს სრულიად აკონტროლებენ, ისინი აგებენ საკუთარ ბაზას, ქმნიან რაკეტების დიზაინს, ადგენენ გაშვებების განრიგს და მისიებს საბოლოო მიზნის განხორციელებამდე აკონტროლებენ, ეს მიზანი კი მარსის ზედაპირზე დაშვებაა", — განაცხადა თამაშის შემქმნელმა გუნდმა, — "მოთამაშეებმა ასევე უნდა აკონტროლონ დრო, ტექნოლოგიური სიზუსტე, საზოგადოების მხარდაჭერა და რაღა თქმა უნდა დაფინანსებები, რათა მათ მისიების დასრულება და ასტრონავტების კოსმოსში გაშვება შეძლონ. მათ ასევე სხვა სააგენტოებთან შეჯიბრებაც მოუწევთ, რომლებსაც იმავე მიზანი ექნებათ, თამაშში ასევე შესაძლებელია სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობაც".

თამაში უფრო მეტად კოსმოსური სააგენტოს მენეჯმენტის მხარეზეა ფოკუსირებული და ნაკლებად კოსმოსური მისიის ფიზიკურ რეალიზმზე, ისე, როგორც ეს თამაშ Kerbal Space Program-შია, ეს თამაში საშუალებას გაძლევთ კოსმოსური მისიების სხვადასხვა მხარე გამოსცადოთ და კოსმოსური სააგენტოსთვის დამახასიათებელი აქტივობები განახორციელოთ.

თამაში ხელმისაწვდომი იქნება პერსონალურ კომპიუტერზე, Nintendo Switch-ზე, PlayStation 4-ზე და უფრო მოგვიანებით XboX One-ზე.