საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 19 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებას ხელს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე აწერს. ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მანამდე ქართული ხალხური ცეკვა საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.