ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს მოაწერა ხელი.

მათივე თქმით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.