ახალ ბინაში გადასვლა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დიზაინზე თანხის ეკონომიურად ხარჯვა კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიღწევა კი შემოქმედებითი მიდგომებით არის შესაძლებელი.

ამ სტატიაში 10 ხრიკს შემოგთავაზებთ, რომლითაც საცხოვრებელ სივრცეს მეტ სიმყუდროვეს შესძენთ. თანაც, არც დიდი ენერგიის და თანხის დახარჯვა მოგიწევთ.

1. საცხოვრებელი სივრცე მცენარეებით დატვირთეთ

ფოტო: Vtwonen / the spruce

ეს უმარტივესი მეთოდია და ამავდროულად — ეფექტური. რამდენიმე მცენარეც საკმარისია, რომ სივრცემ სახლური ელფერი შეიძინოს. ჟურნალების მაგიდაზე ან ტუმბოზე განთავსებული სუკულენტები თუ კაქტუსი სიმყუდროვის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მცენარეებზე ზრუნვა თქვენს ყოველდღიურობაში წონასწორობას შემოიტანს და ამგვარად, ახალი სახლითაც უფრო მეტად დატკბებით.

2. ყავის მაგიდაზე ლანგარი მოათავსეთ

ფოტო: Domino / the spruce

ლანგარი მხოლოდ ნივთების ორგანიზებაში კი არ დაგეხმარებათ, არამედ, სივრცეს დახვეწილ ელფერსაც მიანიჭებს. კარგი ხარისხის ხის ლანგარი რამდენიმე სქელყდიანი წიგნით, საკანცელარიო თუ ხელსაქმის ნივთებით შეავსეთ და თქვენი საცხოვრებელი სივრცე სიმშვიდით აივსება.

3. წიგნების თარო დაგეგმეთ

ფოტო: Emily Henderson / the spruce

არ აქვს მნიშვნელობა დიდი წიგნების კოლექცია გაქვთ თუ მხოლოდ სასწავლო წიგნები და ჟურნალები, მათი დიზაინის სასარგებლოდ გამოყენება მაინც შესაძლებელია. ფერების კომბინაციებს ან ზომას მიაქციეთ ყურადღება და აუცილებლად მიაგნებთ პრინციპს, რომელიც ოთახს იდეალურად მოერგება.

4. იზრუნეთ განათებაზე

ფოტო: Sweetheart / the spruce

სანათური, დეკორატიული ლამპა თუ ჭაღი დიზაინის უმნიშვნელოვანესი დეტალია და შერჩევაზე საფუძვლიანად უნდა იზრუნოთ. თანაც ელეგანტური სანათისთვის ბევრის ხარჯვაც არაა საჭირო. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად შეეფერება სანათური თქვენი ოთახის ინტერიერს. ასევე გაითვალისწინეთ ნათების ტიპიც, რადგან ამ გზით ბინაში სისავსის შეგრძნებას შექმნით.

5. შეიძინეთ გადასაადგილებელი ბარის მაგიდა

ფოტო: Angela Marie Made / the spruce

პატარა, ბორბლებიანი ბარის მაგიდა შეიძლება თქვენი ბინის განუყოფელ ნაწილად იქცეს. ეს ხერხი მეგობრული ატმოსფეროს შექმნის კარგი საშუალებაა. მაგიდაზე ჭიქები, ღვინის ბოთლი ან თუნდაც დაუვიწყარი წვეულების ფოტო დადეთ და შეძლებთ, ახლადათვისებული სივრცე ისტორიით შეავსოთ.

6. დიდი ყურადღება მიაქციეთ ბალიშებს

ფოტო: Sven Brandsma / Unsplash

ბალიშები კომფორტის უმთავრესი ნიშანია, თანაც თუკი თქვენს ოთახში სადა, ნაკლებსახასიათო ნივთებია, ფერად ბალიშებს მათი გამოცოცხლებაც შეუძლია. საგულდაგულოდ შერჩეული, ნაირ-ნაირ პრინტიანი ბალიშები ყურადღების ცენტრში ექცევა და კარგად ფარავს ისეთ დეტალებს, როგორიც, ვთქვათ, ძველი დივანია.

7. გამოფინეთ საკუთარი ხელოვნების ნიმუშები

ფოტო: Pink Pagoda / the spruce

შეიძლება თვლით, რომ ხელოვნება თქვენი საქმე არ არის, თუმცა თუ შემოგრჩათ ნამუშევრები, რომლებიც მოზარდობის შემდეგ აღარ მოგიკითხავთ და სარდაფში გაქვთ გადამალული, აუცილებლად ხელახლა გადაათვალიერეთ. გვერწმუნეთ, თქვენი ბავშვობის ნახატები საყოველთაოდ აღიარებულ ხელოვნების ნიმუშებს სულაც არ ჩამოუვარდებიან, რადგან მოგონებებს აცოცხლებენ და სახლს სიმშვიდით და სიმყუდროვით ავსებენ.

8. საგულდაგულოდ შეარჩიეთ ფარდები

ფოტო: Vidar Nordli-Mathisen / Unsplash

აღნიშნული დეტალი მთელი ოთახის განწყობას ცვლის — არასწორად შერჩეული ფარდები სივრცეში კონფლიქტურ განწყობას ქმნის. არ უნდა შეუშინდეთ არც თამამ პრინტს, არც ნაკლებად გავრცელებულ ქსოვილს. მთავარია, ოთახზე, როგორც ერთ ორგანიზმზე იფიქროთ და ეს უმნიშვნელოვანესი დეტალიც ამის მიხედვით განსაზღვროთ.

9. სააბაზანო საპნის დისპენსერით და პირსახოცებით დატვირთეთ

ფოტო: Icons8 Team / Unsplash

თუკი საპნების და სასაპნეების ნაირსახეობას, სხვადასხვა ზომის და ფერის პირსახოცებს სააბაზანოს დიზაინის ნაწილად აქცევთ, ამ გზით სისუფთავის ეფექტს გააძლიერებთ. ამასთან ერთად, ჰარმონიული განწყობის უზრუნველყოფასაც შეძლებთ.

10. ჭურჭლის შერჩევას მეტი სიფრთხილით მოეკიდეთ

ფოტო: Lumina / Stocksy United / the spruce

დახვეწილი თეფში, ჭიქა თუ ქვაბების კომპლექტი მნიშვნელოვნად ცვლის სამზარეულოს ინტერიერს. კედლის საკიდი გამოიყენეთ ჭიქებისთვის, მინიმალისტური კარადა თეფშებისთვის, ამ გზით სამზარეულოს თანამედროვე ელფერსაც შესძენთ და სახლურ განწყობასაც შექმნით.

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.