საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი ვერ დააზიანებს ურთიერთობებბს აზერბაიჯანთან, ვინაიდან სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ასე გამოეხმაურა მინისტრი პროკურატურის გამოძიებას აზერბაიჯანთან საზღრის დადგენის საკითხზე.

"აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლად აღმოჩენილ ღონისძიებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გაძლიერება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ ვეცდებით გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები, ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ ურთიერთობებს, ვინაიდან ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოს და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, არ გაგვაჩნია" — განაცხადა ზალკალიანმა.

დღეს, პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურაში განცხადებით, საზღვრის საკითხზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტები საზღვრის შეთანხმებისას აიგნორებდნენ რელევანტურ დოკუმენტაციას და საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი, ასევე, კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის ბრალდებისა და ექსპერტიზების დასკვნის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.