ივანიშვილმა ანაკლია აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად — გიგი უგულავა
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც ზღვიდან ამოტანილი ქვიშა ქარის დროს ქალაქს დიდ ზიანს აყენებს. უგულავას თქმით, ის რაც ხდება ანაკლიაში არის ივანიშვილის მავნბელობისა და რუსეთისადმი მაამებლობის შედეგი.
"დღეს აქ პირბადის მნიშვნელობა კოვიდით არ არის განპირობებული. აქ, ანაკლიაში, პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფული მდგომარეობაა. საზოგადოებამ იცის, რომ ივანიშვილმა რუსების მაამებლობის გამო შეაჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა. პორტის მშენებლობა იყო დაწყებული და უდიდესი ოდენობის წყლიდან ქვიშა არის ამოტანილი და ჩვენ უკან ვხედავთ ქვიშის მთას და ოდნავი ქარის პირობებში, პრაქტიკულად, ქვიშით ივსება მთელი ანაკლია, ადამიანების სახლები და მათი ფილტვები" — ამბობს უგულავა.
მან აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრას სჭირდება ან კონსერვაცია, რომელიც საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკაშირებული, ან პორტის მშენებლობის განახლება.
"ეს არის კატასტროფა, რადგან თუ დროზე არ მივხედეთ ამას, კურორტი, რომელიც განვითარებას, პერსპექტივას და შესაძლებლობას წარმოადგენდა ზუგდიდელებისათვის, პირიქით გახდება მკვდარი ზონა, რადგან ეს არის ქვიშა, რომელიც არაფერში გამოდგება. აქ არაფერი არ ამოვა, არაფერი არ გაიხარებს. ივანიშვილმა, პრაქტიკულად, ეს ქალაქი აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად და ამის გამოსავალი არის ერთადერთი — ამ პორტის მშენებლობა უნდა განახლდეს და პორტი აქ უნდა აშენდეს, რაც იქნება აქაურობის ეკონომიკური გაჯანსაღების, ახალი სამუშაო ადგილებისა და უამრავი ახალი პერსექტივის გაჩენის შესაძლებლობა არამარტო ანაკლიისა და ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად სამეგრელოს რეგიონისათვის.
გამოსავალი აქ ერთადერთია. დანარჩენი, ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ამას მარტო ვერ მოერევა. ამას სჭირდება დიდი საკონსერვაციო თანხა, რომელსაც ხელისუფლება არ გამოყოფს და ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ანაკლიაში მცხოვრები ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც ისედაც სეზონი ჩაუვარდათ, ისედაც ვალებში გადავარდნენ, ისედაც ტურისტები აღარ ჰყავთ, ისედაც დაცარიელებულია და ამ ყველაფერს ემატება ეს უბედურება, რომელიც ცოცხლად მარხავს ამხელა განვითარებას და პერსპექტივას. ეს არის რუსეთის მაამებლობისა და მავნებლობის შედეგი ივანიშვილის მხრიდან.
კონსერვაცია, ეს იქნება მოკლევადიანი და საკმაოდ ძვირი გამოსავალი, ხოლო, მთავარი გამოსავალი იქნება აქ პორტის მშენებლობის განახლება და მისი აშენება. ამ ცვლილებას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური გამოსავალი, პოლიტიკური ცვლილება, რათა წავიდეს ხელისუფლებიდან ივანიშვილის ოცნება, რომელმაც ჩააგდო ეს პორტი და ასეთ დღეში დატოვა მოსახლეობა", — განაცხადა გიგი უგულავამ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები