მოვუწოდებ მარეგულირებელს, მისცეს საშუალება ტელეკომპანიებს, გაუშვან ჩვენი კლიპი — კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი სერგი კაპანაძე, მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, რომ დროულად გააკეთონ განმარტება რეგულაციასთან დაკავშირებით, რათა ტელევიზიებს მიეცეთ საშუალება გაუშვან ევროპული საქართველოს კლიპი თავიანთ ეთერებში.
კაპანაძის თქმით, ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და კლიპი, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, იზღუდება ტელევიზიების მიერ კონკრეტული რეგულაციის გამო, რომელიც არ არის სრულად დასაბუთებული.
"ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინაც გააკეთა განცხადება, რომ რამდენიმე მედიასაშუალება, მთავარი და იმედი, არ უშვებენ ეთერში სარეკლამო კლიპს, რომელიც ევროპულმა საქართველომ მოამზადა, სრულიად გაუგებარი მიზეზებით და გასაგებია, რომ ამ კლიპის გაშვება არ აწყობთ არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეს კლიპი ეხება, მაგრამ ასევე გასაგებია, რომ ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მარეგულირებელი კომისიის მხრიდან და იმ რეგულაციების მხრიდან, რომელსაც მარეგულირებელი კომისია ეფარება ხოლმე და აჯარიმებს სხვადასხვა ტელევიზიებს.
გუშინ, ნიკა გვარამიამ მიმართა მარეგულირებელს, რომ დროულად მისცეს განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმეორებთ იმ მიმართვას, რომელიც გვქონდა 2 დღის წინ, რომ დროულად მიეცეს ნება ან განიმარტოს ის მუხლი, რომელიც შეიძლება იყოს აღქმული განსხვავებულად, რომ ის მუხლი განიმარტოს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ევროპულ საქართველოს მიეცეს საშუალება, რომ კლიპი, რომელიც ეხება ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის ჭაობში დატოვების მსურველ პოლიტიკურ ძალას და მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც არ ძალუძს ასევე ცვლილებები და არის საუბარი ჩვენს გეგმებზე, თუ წინ როგორ წავიყვანოთ ქვეყანა, რომ ეს კლიპი გაუშვან უახლოეს მომავალში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინასაარჩევნო გზავნილები ყველა მედია საშუალების გამოყენებით მივიდეს საზოგადოებამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიყენებთ სოციალურ მედიასაც, სხვა საშუალებებსაც, მაგრამ, ჩვენი მოსაზრებების გაშვება ტელევიზიით არის მნიშვნელოვანი და ამის შეზღუდვა არ არის კონსტიტუციური და კანონიერი.
ამიტომ, მოვუწოდებ მარეგულირებელ კომისიას, რომ დროულად, დაყოვნების გარეშე, მისცეს საშუალება ტელეკომპანიებს, რომ ჩვენი კლიპი გავიდეს და ხალმა ნახოს", — აცხადებს კაპანაძე.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები