დუშეთში, სოფელ პავლეურში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლსი კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 7-დან 15 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.