საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე, მშრალ ხევზე, ახალი ხიდი აშენდება.

უწყების განცხადებით, განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორეტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 550 000 ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.