ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 38 პროცენტით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის ხუთეულში შედის:

  1. ქინძმარაული – 7 417 333 ბოთლი;
  2. მუკუზანი – 2 568 547;
  3. წინანდალი – 2 023 915;
  4. ახაშენი – 923 780;
  5. ხვანჭკარა – 413 823 ბოთლი.

სააგენტოს ცნობით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2015 წელს, კი ეს მაჩვენებელი 146,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 32%-ით მეტია.

ღვინის სააგენტოს განცხადებით ექსპორტმა მოიმატა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა

  • ჩინეთში - 98% (5 299 149 ბოთლი),
  • უკრაინა - 70% (5 811 050),
  • რუსეთი - 49% (27 222 076),
  • პოლონეთი - 46% (2 329 820),
  • კანადა - 34% (210 936),
  • ბელარუსი - 30% (1 174 362),
  • დიდი ბრიტანეთი - 28% (97 226),
  • ესტონეთი - 25% (631 632),
  • ყირგიზეთი - 24% (230 776),
  • აშშ - 19% (294 382),
  • ლატვია - 19% (1 258 632),
  • იაპონია - 15% (159 654),
  • გერმანია - 6% (292 454),
  • ჩეხეთი - 353% (119 648)

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი (27 222 076 ბოთლი),
  • უკრაინა (5 811 050),
  • ჩინეთი (5 299 149),
  • ყაზახეთი (3 393 435)
  • პოლონეთი (2 329 820).

2016 წელს, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 367 886 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 43%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.