დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ გაზრდილი კოვიდინფიცირების ფონზე აჭარაზე ისეთივე დატვირთა მოდის, როგორც ეს იტალიის დაზარალებულ რეგიონებში იყო. ამის შესახებ მან გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

"აჭარაზე ახლა მოდის ისეთივე დატვირთვა, ალბათ,როგორც იტალიაში იყო ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში, ისეთივე ავადობაა. მაგრამ აჭარის ჯანდაცვის სისტემა ამას უმკლავდება. კი, შეიძლება, დახმარება გარედან სჭირდებოდეს, მაგრამ ამას უმკლავდება", — აცხადებს იმნაძე.

როგორც იგი ამბობს, ე.წ. ლოქდაუნისა და მკაცრი იზოლაციის გამოცხადება იმ შემთხვევაშ გახდება საჭირო, თუ შემთხვევები ისე კატასტროფულად გაიზარდა, რომ საავადმყოფოებში მძიმე ავადმყოფებისთვის ადგილი აღარ დარჩება.

6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 268 —გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.

სულ კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 4 887 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 58.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: