მრავალფეროვანი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს — შალვა შავგულიძე
ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძე, პარტიის ლიდერებთან — დავით ბაქრაძესთან, სერგი კაპანაძესთან და ირაკლი აბესაძესთამ ერთად თბილისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პარტიის გარდამტეხი ცვლილებების გეგმაზე ისაუბრეს.
შალვა შავგულიძის თქმით, უნდა დასრულდეს ერთპარტიული და ერთპიროვნულ მმართველობა და ის კოალიციურმა მთავრობამ უნდა ჩაანაცვლოს.
"მადლობას ვუხდი ევროპულ საქართველოს პარტნიორობისა და შესაძლებლობისათვის.
მოხარული ვარ, რომ ამ კვალიფიციურ და ჭეშმარიტად ქვეყნის მოყვარულ გუნდთან ერთად მომეცა შესაძლებლობა ვიბრძოლო საქართველოს ევროპული მომავლისათვის.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რომ მათი სახელით ვიბრძოლო მთაწმნინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ.
ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმ ღირებულებების და სიკეთეებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებისათვის, რომლის გარეშეც მშვიდად ვერ ცხოვრობს ადამიანი. სამართლის უზენაესობა აუცილებელი პირობაა ეკონომიკის განვითარებისათვის, ვინაიდან უსამართლო ქვეყანაში არც უცხოური ინვესტიციები შემოდის დ არც ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევისათვის, საერთაშორისო განათლების სტანდარტის შექმნისათვის, შშმ პირების და პენსიონერების ღირსეული ცხოვრებისათვის, დევნილთა და ომის ვეტერანთათვის, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისათვის, სამართლიანი და ეფექტიანი სოციალურო პოლიტიკისათვის და ა.შ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მისი დაცვის და შენარჩუნებისათვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ქვეყანაში ბედნიერებისაკენ ადამიანის სწრაფვის უფლების უზრუნველყოფისათვის, ყოველივე ამას კი ხელს უშლის ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ და შევცვალოთ.
დიახ, ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების განხორციელება არჩევნების პროცესში საქართველოს დასავლური ოპოზიციური ძალების მაქსიმალურ კოორდინაციასა და გამარჯვების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაში მდგომარეობს. ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმარველობაზე უარის თქმა და ქვეყნის კოალიციური მთავრობით მართვა წარმოადგენს დღეს საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნას და ამ მოთხოვნის შესრულებაშია გამარჯვების გასაღები. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და გავიმარჯვებთ", — განაცხადა შავგულიძემ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები