ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ბერლინში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. როგორც ოპოზიციონერი ტელეგრამზე წერს, შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა.

ტიხანოვსკაიამ შეხვედრა აღნიშნა, რომ ბელარუსის პროტესტი არაა ბრძოლა რუსეთის ან ევროპის წინააღმდეგ, ეს შიდაპოლიტიკური კრიზისის შედეგია და მთავარი მიზანი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი ხალხი ევროპისგან ინვესტიციურ მხარდაჭერას, დამოუკიდებელი მედიისთვისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დახმარებას ელის.

გერმანიის კანცლერთან შეხვედრის წინ ტიხანოვსკაია ბერლინში ბელარუსის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა.

ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოსვაკაია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა.