სკოლაში ბევრ საინტერესო სამეცნიერო რამეს ვსწავლობთ — ნიუტონის კანონებს, ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემას, დნმ-ის რეპლიკაციასა და მრავალ სხვას.

ამ დროს მიღებული ცოდნა ყოველივე იმის საფუძველს ყრის, რასაც შემდგომ გადავაწყდებით თუ გავეცნობით ცხოვრებაში. თუმცა, ცხადია, მეცნიერება სკოლის დონეზე არ მთავრდება და საინტერესო ნაწილი სწორედ მაშინ იწყება, როცა ცოდნის გაღრმავებას მოვინდომებთ.

წარმოგიდგენთ 10 ძალიან საინტერესო და სახალისო ფაქტს, რომელიც სკოლაში არ გვისწავლია (თუმცა კი კარგი იქნებოდა):

შენიშვნა: ესენი თუ მაინც ისწავლეთ სკოლაში, ძალიან მაგარი მასწავლებელი გყოლიათ და, ალბათ, ღირს, რომ ეს გააგებინოთ.

1. წყალს ერთდროულად გაყინვა და დუღილი შეუძლია

ფოტო: GIFr.org

მართლა — ამას "სამმაგი წერტილი" ეწოდება და მაშინ ხდება, როდესაც ტემპერატურა და წნევა ზუსტად შესაბამისია საიმისოდ, რომ ნივთიერება სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში (მყარი, თხევადი და აირადი) თერმოდინამიკურ წონასწორობაში თანაარსებობდეს. დამატებით შეგიძლიათ ეს ვიდეოც ნახოთ, სადაც ვაკუუმში ციკლოჰექსანის სამმაგი წერტილია ნაჩვენები.

2. ლაზერები ჩანჩქერში "იჭედებიან"

ფოტო: Giphy

დიახ, დიახ. ეს არა მხოლოდ სრული შიდა არეკვლის მაგალითია, არამედ ის აგრეთვე გვაჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რათა სინათლის ნაკადს გაუძღვნენ. დამატებით შეგიძლიათ ამ ვიდეოსაც შეავლოთ თვალი.

3. ყუმბარის აფეთქებას ხმელეთზე უფრო გადაურჩებით, ვიდრე წყალქვეშ

ფოტო: Giphy

ამ ბუშტებს ხომ ხედავთ? აი, სწორედ ეგ მოუვა თქვენს ფილტვებს, წყალქვეშ რომ ყუმბარის აფეთქების მახლობლად აღმოჩნდეთ. უფრო დეტალურად ამ ვიდეოსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.

4. კვერცხის გული წყალქვეშ შეშლილ მედუზას ჰგავს

ფოტო: BIOSstation/YouTube

ხმელეთზე გატეხილი კვერცხი დიდი თავისტკივილია — სჯობს, ხელსახოცს მიაკვლიოთ და მოწმენდას შეუდგეთ. მაგრამ, აი, ოკეანის ზედაპირიდან 18 მეტრის სიღრმეზე კვერცხზე ატმოსფერულზე 2,8-ჯერ უფრო დიდია, რის გამოც ის თითქოს უხილავი კვერცხის ნაჭუჭის შიგნით ერთიანობას ინარჩუნებს.

5. პითაგორას თეორემა სითხითაც მტკიცდება

ფოტო: 00000000130/YouTube

რა, არ გჯერათ, როცა თქვენი მასწავლებელი გეუბნებათ, რომ a2 + b2 = c2? აგერ, შეხედეთ და თავად დარწმუნდით — პითაგორას თეორემა სითხითაც კი მტკიცდება.

6. ეს ხდება, როცა შავი ხვრელი ვარსკვლავს შთანთქავს

ფოტო: NASA

როდესაც შავი ხვრელი ვარსკვლავს ისრუტავს, პლაზმის უზარმაზარი ჭავლი გამოეხეთქება და ასობით სინათლის წელიწადზე იჭიმება.

"როდესაც ვარსკვლავს შავი ხვრელში გრავიტაციული ძალები შლის, ვარსკვლავის ნარჩენები რაღაც ნაწილი შავ ხვრელში ექცევა, დანარჩენი კი ძალიან მაღალი სიჩქარით გამოიტყორცნება", — განმარტა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა სუვი გეზარიმ.

7. თვალთ თუ გაკლიათ, სათვალის გარეშე მაინც შეგიძლიათ კარგად დანახვა

MinutePhysics-ის ცნობით, ერთადერთი, რაც საიმისოდ გვჭირდება, რომ სათვალის გარეშე დავინახოთ, ჩვენი ხელით გაკეთებული პატარა ჭუჭრუტანაა, რომელიც ჩვენი თვალის ბადურაში შემომავალი სინათლის ფოკუსირებაში დაგვეხმარება. ცხადია, ამით 10/10 მხედველობას ვერ შეიძენთ, მაგრამ მშვენიერი ხერხია, როცა სათვალე სახლში დაგრჩებათ.

8. საშვილოსნოში ბავშვის სახე ასე ყალიბდება

ფოტო: BBC

ემბრიონული განვითარება წარმოუდგენლად კომპლექსური პროცესია, რომლის გაგებასაც მეცნიერები ჯერ კიდევ ახლა იწყებენ. თუმცა ერთი რამ, რისი დადგენაც მეცნიერებმა მოახერხეს, ისაა, თუ როგორ ფორმირდება ადამიანის სახე საშვილოსნოში.

9. თითების სახსრების გატკაცუნება მაინცდამაინც ცუდი არ არის

ერთმა მკვლევარმა ერთ-ერთი ხელის თითების სახსრები 60 წლის განმავლობაში ატკაცუნა, მეორე ხელისა კი — არა. ექსპერიმენტის ბოლოს ამ ორ ხელს შორის ართრიტის დონეებში შესამჩნევი განსხვავებები არ იყო.

10. ბურთს თუ დაგდებისას დაატრიალებთ, ის იფრენს

პირდაპირი მნიშვნელობით — იფრენს. ეს მაგნუსის ეფექტის დამსახურებაა, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ბრუნვადი ობიექტის წინა მხარეს ჰაერი მისი ბრუნვის მიმართულებით მიდის, რის გამოც ის ობიექტს "მიყვება" და უკან იხრება.

ამასობაში ბურთის მეორე მხარეს ჰაერი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ამიტომაც ჰაერის ნაკადი იყოფა.