ლელოს "მარშალის გეგმის" კვალდაკვალ პოლონეთი, ანალოგიურ გეგმას ბელარუსს სთავაზობს — გეგელია
ლელოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, ლელოს “მარშალის გეგმის” შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკაში მარშალის გეგმის დაბრუნებაზე საუბრობს.
გეგელიას თქმით, მას შემდეგ, რაც ლელომ მარშალის გეგმა წარადგინა. რამდენიმე კვირის შემდეგ თემა აქტუალური გახდა პოლონეთშიც, რაც, მისი აზრით, ლელოს სწორ პოლიტიკას უკავშირდება. გეგელია აღნიშნავს, რომ პოლონეთის პრემიერ მორავიეცკის ინიციატივით, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო მილიარდი ევროს ოდენობის სტაბილიზაციის ფონდს ქმნის ბელარუსიის მხარდასაჭერად და პრემიერი მორავიეცკი მას "ახალ მარშალის გეგმას" უწოდებს.
"ლელოს მარშალის გეგმის გამოცხადების შემდეგ, დღეს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიც ვხედავთ მარშალის გეგმის იდეის დაბრუნებას. ჩვენი გეგმის მსგავსად, ამ შეთავაზების იდეაც განვითარების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ხელშეწყობაა. პოლონური მარშალის გეგმის მიზანი ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ბელარუსიის და ევროკავშირის ბაზრების დაახლოებაა. სწორედ იგივეა ლელოს მარშალის გეგმის ფილოსოფიაც. ჩვენი შევქმენით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის პროექტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა შეცვალოს დადებითისკენ. ჩვენი მიზანია ძლიერი საშუალო ფენა, კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაზრდა", — აცხადებს გეგელია.
ლელოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, დღეს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ ლელოს აქვს ქვეყნის განვითარების და ყველაზე ადეკვატური და ძლიერი ხედვა, რომელსაც შეუძლია უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გადაჭრა.
"ლელოს თავისი სწორი პროგრამითა და ხედვით შეუძლია ადამიანების რეალურად გაძლიერება. სწორედ ეს ხედვა შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრს ჩვენი ქვეყნის მიწაზე, დაცულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დაწყებული ამ შემოდგომიდან, ლელოს მარშალის გეგმა გააორმაგებს ქართულ ეკონომიკას და ადამიანის წინსვლას აქცევს პოლიტიკური წარმატების საზომად", — აცხადებს გეგელია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები