On.ge-მ პიროტექნიკასთან დაკავშირებული ინციდენტებზე მიმართვების მიახლოებითი სტატისტიკა 112-სგან მიიღო.

30 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით (3 ღამის განმავლობაში), 112-ში ე.წ. ასაფეთქებლებით გამოწვეული 50-ზე მეტი უბედური შემთხვევას ჯანმრთელობის დაზიანებით დაფიქსირდა.

აღნიშნული 3 ღამის განმავლობაში ხმაურით შეწუხებასა და ხულიგნობასთან დაკავშირებული მიმართვებით 112-ში ოთხ-ოთხი ზარი განხორციელდა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 2 სრულწლოვან ადამიანს ასაფეთქებლების გამო თითების ამპუტაცია და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. სხვა დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში დამწვრობა აღენიშნებოდათ და მათ დახმარება ადგილზევე მიიღეს.