ირანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელი გეგმა აქვს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, საიდ ხათიბზადემ განაცხადა, ირანს აქვს გეგმა, რომლითაც შუძლია ყარაბაღის კონფლიქტი დაასრულოს და საზღვრაზე უსაფრთხოების პრობლემები განმუხტოს. ინფორმაცია ამსი შსახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო IRNA-მ გაავრცელა.
ხათიბზადეს თქმით, ამ ძველი დავის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს.
მედიის ცნობით, ხათიბზადემ აღნიშნა, რომ ირანი თავის საზღვართან კონფლიქტს არ დაუშვებს და ორივე მხარეს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა კონტროლი არ დაკარგონ. მისივე თქმით, კონტროლის დაკარგვა მეტ სიკვდილიანობასა და ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპიკერმა განაცხადა, რომ ირანი მის დასავლეთ საზღვართან მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და კონფლიქტურ მხარეებთან კავშირს ინარჩუნებს. ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ტერიტორული მთლიანობის პატივისცემა და ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის აუცილებლობას.
ერთ კვირაზე მეტია მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. 27 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულებზე. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხრიდან გარდაცვლილია 300-მდე, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაჭრილია 1 000-მდე მოქალაქე.
საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ უშედეგოდ მოუწოდებს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს თურქეთს, რომელიც მომხდარში მხოლოდ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს. სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ამტკიცებენ, რომ ბრძოლებში ჩართულია თურქული არმიაც, რასაც აზერბაიჯანსა და თურქეთში უარყოფენ.
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები