გიფიქრიათ, ასე ძალიან რატომ გვიყვარს ადამიანებს სპორტი? რა აქცევს შეჯიბრს — მეტიც, უბრალოდ შეჯიბრის ყურებას — ასეთ მიმზიდველ და სასურველ აქტივობად ამდენი ჩვენგანისთვის?

რომ დაუფიქრდე, ჩვენთვის — სახლში მჯდომი მაყურებლებისთვის, ვინც, რეალურად, არც კი ვმონაწილეობთ ამ სპორტულ აქტივობებში — არაფერი უნდა შეცვლილიყო, როცა ინიესტამ ჩელსისთვის ბოლო წუთს გატანილი გოლით ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

დიდი ამბავი, მილანს რომ 3 გოლი "დაუქამბექა" ლივერპულმა ან რომ ბოლო 2 წუთში გატანილი 2 გოლით მანჩესტერმა ხელიდან გამოსტაცა ჩემპიონთა ლიგა ბაიერნს. პრინციპში, არც ჯერარდის ფეხის დაცდენას უნდა გავეწბილებინეთ და არც აგუეროს გოლით მანჩესტერის გალურჯებას თუ პარიზელების კარში სერხი რობერტოს მეექვსე გოლს უნდა მოეგვარა რამე სიხარული ჩვენთვის.

აი, მერე რა, რომ ლებრონმა კლივლენდს NBA-ს პირველი ტიტული ჩაახუტა ან რომ ბოლო წამებზე რეი ალენმა სან-ანტონიოს სამქულიანი ჩაუგდო?

ჰოდა, რა ჯანდაბაა ასეთი, რატომ გვიყვარს სპორტი?

სპორტი იმიტომ გვიყვარს, რომ ის ესთეტიკურ კმაყოფილებას გვძენს. იმიტომ, რომ გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, როცა ვხედავთ, როგორი ვნებით არიან გამსჭვალულნი მოთამაშეები და შთაგონებით გვავსებს იმის გააზრება, რომ ისინი თვალსა და ხელს შუა აფართოებენ ადამიანის შესაძლებლობების საზღვრებს.

გვიყვარს იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია, საკუთარი ემოციები გამოვხატოთ; სადაც გვეძლევა საშუალება, დროებით მაინც მოვწყდეთ გარესამყაროს და მთლიანად შთავინთქათ სანახაობით ან პირიქითაც — უფრო დიდ სამყაროსთან, რაღაც გამორჩეულთან მიკუთვნებულობის განცდა გაგვიჩნდეს და სანუკვარ ტიტულებს ჩვენს საყვარელ გუნდსა თუ სპორტსმენთან ერთად ჩვენც დავეუფლოთ.

გიყვარს იმიტომ, რომ ეს არის სპორტი:

ზაფხულის დასრულებასა და ახალი სპორტული სეზონის დაწყებას აჭარაბეთი სიახლეებით შეხვდა. კომპანია მომხმარებლებისთვის გამორჩეული სიახლეების შეთავაზებაზეა ორიენტირებული და მან ახლახან სპორტის მოყვარულებს განახლებული სპორტის კატეგორია შესთავაზა, რომელიც არის:

უფრო მოსახერხებელი

აჭარაბეთის განახლებული სპორტი მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა. ახლა უკვე შეგიძლიათ, ფსონის გაკეთებამდე საიტიდანვე ნახოთ ინდივიდუალური სტატისტიკები — მაგალითად, ამა თუ იმ სპორტსმენის მაჩვენებლები და შედეგები წინა თამაშებში — და მსგავსი კვლევა-ძიების საწარმოებლად დამატებითი დროის დახარჯვა და "გუგლვა" აღარ მოგიწევთ.

გარდა ამისა, განახლებულ სპორტს უფრო კომფორტულს ისიც ხდის, რომ ტექნიკურად უკვე სასურველი სპორტული ღონისძიებების დამახსოვრება და ბილეთის "დრაფტის" სახით შენახვაა შესაძლებელი.

უფრო მრავალფეროვანი

აჭარაბეთის განახლებული სპორტში ახალი პოზიციები დაემატა, რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იძლევა. განახლების შემდეგ სპორტში უკვე 2400-ზე მეტი საფეხბურთო და 1400-ზე მეტი საჩოგბურთო ლაივ პოზიციაა.

ამასთანავე ამიერიდან მხოლოდ აჭარაბეთზე ფსონის განთავსება ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი, სანამ მსაჯი მატჩის დასრულების ნიშანს არ მისცემს — მათ შორის მსაჯის მიერ დამატებულ დროში, დამატებით ტაიმებში, პენალტების დროს და ა.შ.

გარდა ამისა, მომხმარებლებს თითოეულ პოზიციაზე კიდევ უფრო მაღალი კოეფიციენტები დახვდებათ.

უფრო მულტიფუნქციური

კომფორტსა და მრავალფეროვნებასთან ერთად აჭარაბეთის სპორტი უფრო მულტიფუნქციურიც გახდა. მაგალითად, Click-ბეთი ე.წ. "სინგლის" ტიპის ფსონის მომენტალურად გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ამ ფუნქციის მეშვეობით თქვენი ბილეთის მარტივ ვერსიას აკეთებთ წინასწარ, ავტორიზაციის შემდეგ კი შეგიძლიათ ერთი "დაწკაპუნებით" დადოთ ბილეთი.

გარდა ამისა, აჭარაბეთის განახლებულ სპორტში მომხმარებლებს შეეძლებათ, ბილეთის რედაქტირების ფუნქციის გამოყენებით მიმდინარე ბილეთებშიც კი შეიტანონ ცვლილებები — მათ შორის წაშალონ, შეცვალონ ან დაამატონ პოზიციები — და ბილეთისთვის ეს ფუნქცია მანამ იქნება ხელმისაწვდომი, სანამ ის აქტიურია და მასში შეტანილი მატჩები ჯერ ისევ მიმდინარეობს.