5 ფაქტი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენია. წლების განმავლობაში არაერთი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარებულა იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური პროცესები აზარტომანიაზე. ამ სტატიაში ხუთ ფსიქოლოგიურ მოვლენაზე მოგითხრობთ, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირდება.
1. კარგ ხასიათზე ყოფნა აზარტულ თამაშებში ჩართვის შანსს ზრდის
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, არსებობს კავშირი კარგი ხასიათის გამომწვევ მიზეზებსა და აზარტულ თამაშებში ჩართვის ალბათობას შორის. კვლევის ავტორები ხსნიდნენ, რომ კარგ განწყობაზე ყოფნისას ადამიანები რისკიან გადაწყვეტილებებს უფრო აქტიურად იღებენ.
ავტორები აღნიშნავდნენ, რომ სარისკო გადაწყვეტილების მიღებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთია არსებული ინფორმაცია, რომელიც გვეხმარება, წინასწარ განვსაზღვროთ, რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი სარისკო ნაბიჯები — მაგალითად, აბიტურიენტები ხშირად ეცნობიან ინფორმაციას ამა თუ იმ უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულის შესახებ იმისათვის, რომ სასწავლებელი აირჩიონ. თუმცა, მეორეა ემოციური ფაქტორები, რომლებიც სარისკო სიტუაციებში ადამიანებს თავდაჯერებას მატებს. ესაა შეგრძნება, რომ რისკიანი ნაბიჯი წარმატებას მოიტანს.
ამგვარად, ისეთი ფაქტორები, რომლებიც გრძნობებთანაა კავშირში და კარგ ხასიათზე გვაყენებს (მაგალითად: მზიანი დღეები, საყვარელი სპორტული გუნდის წარმატება), სარისკო ნაბიჯებისას დიდ როლს თამაშობს და აზარტულ თამაშებში ჩართვის რისკს ზრდის.
2. მოთამაშის ცდომილება
რულეტის მოთამაშე ხედავს, რომ ერთმანეთის მიყოლებით შვიდი შავი ციფრი მოდის, ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა წითლის დროა და მთელ ფულს სწორედ წითელზე დებს. ეს ცნობილი ფსიქოლოგიური პროცესი მოთამაშის ცდომილების სახელითაა ცნობილი, რაც იმის დაშვებაა, რომ მომავალში მოსალოდნელი ცვლილება წარსულში მომხდარ ფაქტებს ეფუძნება. სხვაგვარად, თუკი რაიმე მოვლენა ხშირად მეორდება, ადამიანები ფიქრობენ, რომ მომდევნო ჯერზე ყველაფერი განსხვავებულად მოხდება. სინამდვილეში ორი მოვლენიდან ერთ-ერთის განხორციელების ალბათობა იმდენივეა, რამდენიც მეორესი. თუმცა, ზემოთხსენებული მიდრეკილების გამო აზარტულ თამაშებში ბევრი მოთამაშე მარცხდება.
3. მოგებისადმი ცვალებადი მოლოდინები
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ცხენების დოღში სანაძლეოს დამდებ პირებს სთხოვეს, რჩეული ცხენის გამარჯვების ალბათობა ორჯერ შეეფასებინათ — სანაძლეოს დადებამდე და მის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა,თითოეულ მოთამაშეს სანაძლეოს დადების შემდეგ უფრო სჯეროდა, რომ არჩეული ცხენი გაიმარჯვებდა, ვიდრე დადებამდე. ერთგვარი ვალდებულების თუ ერთგულების გრძნობის გამო მათ გამარჯვების დიდი იმედი მიეცათ.
4. უმრავლესობაში მოხვედრის ეფექტი
როდესაც ლატარიის ჯეკპოტი რეკორდულ დონეს აღწევს და მედიის მხრიდანაც დიდ ყურადღებას იპყრობს, ბილეთები არნახული სისწრაფით იყიდება ხოლმე. ასეთ დროს ისეთებიც იწყებენ ლატარიის თამაშს, რომელთაც ბილეთი აქამდე არასდროს უყიდიათ, რადგან ადამიანებს არ უნდათ, ამ დიდ მოვლენას გამორჩნენ.
5. აზარტული თამაშების სისტემა და ცრურწმენები
აზარტული თამაშები, მათი არსიდან გამომდინარე, ალბათობაზე დაფუძნებულ მოვლენებს შორისაა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მოთამაშეებს მკაცრად სჯერათ, რომ ისეთი სქემის თუ სისტემის მოფიქრება შეუძლიათ, რომლითაც აუცილებლად მოიგებენ. მათ შორისაა: შემთხვევითი ციფრების მოდელების პროგნოზირება (რაც შეუძლებელია); სლოტების ისეთ აპარატზე თამაში, რომლიდანაც დიდი ხანია, სხვებს არ მოუგიათ (და ფიქრობენ, რომ სწორედ მათ ხელში ჩამოიყრება ფული) და, ასევე, გარკვეული რიტუალების შესრულება.
ამგვარად, აზარტული თამაშები შეჩვევას იწვევს, ხოლო ზემოთხსენებული ფსიქოლოგიური ასპექტები, ხშირ შემთხვევაში, ამ ჩვევას ამძაფრებს. მართალია, აზარტომანიისგან გათავისუფლება ძალიან რთულია, მაგრამ დამოკიდებულების მართვითა და ცრურწმენებისა თუ ე.წ. ცდომილებების შემცირებით მისი დამარცხება შესაძლებელია.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები