ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების მხრიდან კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებას ეხმაურება.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ კრიმინალისათვის საზოგადოებას გაგებით უნდა მოეკიდა და კახა კალაძე რვა სულ ქურდზე აღტაცებით საუბრობდა.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აქტიურად გამოიყენებს კრიმინალურ ავტორიტეტებს ხალხის დასაშინებლად. თუმცა, როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, ამგვარი ზეწოლის ფაქტები ვერ აღუდგება ხალხის ნებას, მოხდეს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები.

"საქართველოში ყველას კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, რომ კრიმინალს ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ისევე როგორც კახი კალაძის აღტაცებული საუბარი რვა სული ქურდის შესახებ. ამიტომ, ეს ქართული ოცნების მოსვლისთანავე იყო გაგზავნილი მესიჯი კრიმინალებისათვის, რომ ბიჭებო მოდით, ერთად ვითანაცხოვროთ და ვითანამშრომლოთ.

თუ საქმე შეეხება კრიმინალს, ადამიანებს რომლებსაც კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან, მათ მიმართ არასოდეს არ ხორციელდება რაიმე სამართლებრივი საქმის წარმოება, რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ. ასე იყო მთელი ამ 8 წლის განმავლობაში. ეხლა ეს ყველაფერი გაათმაგდება, რადგან ძალიან დაიწია ქართული ოცნების რეიტინგმა და ერთადერთი, რაზეც ისინი შეიძლება იყვენ ჩაბღაუჭებული, გარდა ადმინისტრაციული რესურისისა, არის ქუჩის ბიჭების და შავის სამყაროს მათდამი მხარდაჭერა, რაც არაერთხელ გვინახავს საარჩევნო უბნებთან, არამარტო ხალხის დაშინებით, არამედ მათზე ფიზიკური ზემოქმედებით და ზეწოლითაც.

თუმცაღა, ვერაფერი და ვერავინ აღუდგება წინ ქართველი ხალხის ნებას. ვერანაირი კრიმინალური სამყარო და ქუჩის ბიჭები ვერ შეაშინებენ ადამიანებს, რომელბიც არიან გამწარებული სიღარიბით, უმუშევრობით, ფასების ზრდით. ეს ხალხი მოვა არჩევნებზე და უარს ეტყვის შავ სამყაროს და კრიმინალებს", — განაცახადა ხათუნა გოგორიშვილმა.