ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, რომ ტელევიზიებს დართოს ნება გაუშვან პარტიის საარჩევნო კლიპი.

კაპანაძის თმით, კლიპში ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ხოლო, ორ ტელეკომპანიას, იმედსა და მთავარს ეს კლიპი ჯერ არ განუთავსებიათ მიზეზად ნახსენებია ის, რომ მარეგულირებელი კომისია კრძალავს ისეთი კლიპის განთავსებას, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიგურირებს.

"რამდენიმე დღის წინ, ევროპულმა საქართველომ გაუშვა წინასაარჩევნო კლიპი, რომელშიც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა და ჭაობში ტოვებს საქართველოს, ხოლო ნაციონალუირ მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სააკაშვილი ასევე არის ჩვენთვის მიუღებელი არჩევანი.

ეს კლიპი რამდენიმე ტელევიზიამ უკვე განათავსა ეთერში. თუმცა, ჯერ კიდევ არ განუთავსებია ორ ტელევიზიას, მთავარს და იმედს. ჩვენ ვიცით, რომ მიზეზი, რის გამოც მთავარმა არ განათავსა, არის მარეგულირებელი კომისიის აქამდე არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს ისეთი ტიპის კლიპების განთავსებას, რომელშიც ფიგურირებს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ბუნებრივია, ეს არის განსაკუთრებული ვითარება, რადგან ბატონი სააკაშვილი არის ნომინირებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი", — ამბობს კაპანაძე.

კაპანაძის შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის ეს გადაწყვეტილება არის ჩარევა გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში.

"ჩვენ მივმართავთ მარეგულირებელ კომისისას, რომელსაც ასევე მიმართა ტელეკომპანია მთავარმა, რომ უმოკლეს ვადაში გააკეთოს საღი აზრის ფარგლებში ერთადერთი სწორი განმარტება და ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხზე შეიძლება არსებობდეს და დართოს ნება, რომ ეს კლიპი იყოს გაშვებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მათი მხრიდან სერიოზული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც სურს კონკრეტული გზავნილი მიიტანოს მოსახლეობამდე", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.