დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

5 ოქტომბერს აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 355 პაციენტი. ინფორმაცია ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გაავრცელა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში მკურნალობას გადის 474 პაციენტი, ამათგან 16 არასრულწლოვანია, ხოლო 20 კი ორსულია.

Covid სასტუმროებში მკურნალობას 861 პაციენტი, ხოლო ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 1000-ზე მეტი პაციენტი.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირებულთა განაწილება შემდეგნაირია:

თბილისი — 72; იმერეთი — 44; სამეგრელო-ზემო სვანეთი — 23; ქვემო ქართლი — 10; გურია — 8; სამცხე-ჯავახეთი — 3; კახეთი — 1; შიდა ქართლი — 1.

ენდელაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის 45 შემთხვევაა კრიტიკული, 43 მართვით სუნთქვაზეა, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 4 619 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. Covi სასტუმროში 1 100 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: