მეუფე იაკობი ეპისკოპოსებს მოუწოდებს, ჩაერიონ და აარიდონ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება, ვიდრე პოლიტიკოსებმა ერთმანეთი არ დაჭამეს. ამის შესახებ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბისხევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეთ, აუცილებელია ჩხუბი? საქონლის ცემას უშლიან ადამიანებს და ერთმანეთში რისთვის ჩხუბობენ? რამდენი ხანია ვამბობ, შევრიგდეთ. ამ სიტყვას ჟურნალისტებს, ხომ ვერ ათქმევინებ შერიგებას და მშვიდობას. წინა კვირასაც ვიქადაგე ამის შესახებ და იმ საღამოდანვე ცემა-ტყეპები წავიდა. მაინც და მაინც სხვა ქვეყნის ელჩებმა უნდა გითხრან, შენ დალოცვილო, და მერე მიიღო ზომები? ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ ნაცები. აბა, შეხედეთ, რამდენ პარტიად იქცა?", — ამბობს მეუფე იაკობი.