შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის საქმეზე 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის საქმეზე ქართული ოცნების აქტივისტი და შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი არიან დაკავებული, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

29 სექტემბერს, მარნეულში დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაშავდნენ ჟურნალისტები და აქტივისტები.