მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო ენმ-ს წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს. ამის შესახებ ქველაძის ადვოკატმა განაცხადა ჟურნალისტებთან.

"მე, როგორც ქართულ ოცნებას სჩვევია მოტყუებით მომიყვანეს აქ, დამიბარა გამომძიებელმა, თითქოს და ქველაძე დაზარალებულად უნდა ეცნოთ. ამ დროს ასეთი სიურპრიზი დაგვახვედრეს და დააკვეს", — აცხადებს ქველაძის ადვოკატი.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება 162-ე პრიმა მუხლით მოხდა, რომელიც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ, მარნეულში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.