სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გუნდთან ერთად ბოლნისში მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, "დროა დასრულდეს ფულისმკეთებელთა გუნდის პარპაში და ქმედებები, რომელსაც მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის მხოლოდ გაღარიბება მოაქვს და დროა დაიწყოს საქმისმკეთებელთა გუნდის სტრატეგიული გეგმების განხორციელება ქვეყანაში".

ვაშაძის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია ქვეყანა ფეხზე დააყენონ და კონკრეტული სტრატეგიული გეგმით დაამარცხონ ქვეყანაში სიღარიბე:

"საქმის მკეთებელ გუნდთან ერთად ჩამოვედით ბოლნისში. მარტივი არჩევანია და ყველას ამას ვეუბნები საქმისმკეთებელთა გუნდი სტრატეგია აღმაშენებელის სახით და მეორე მხარეს ფულის მკეთებელთა გუნდი "დამსხვრეული ოცნების" სახით. ხალხს ყელში აქვს უკვე ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია, ყველას უნდა ცვლილება და ერთადერთი ალტერნატივა არის სწორედ საქმის მკეთებელთა გუნდი სტრატეგია აღმაშენებლის სახით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და მზარდი მხარდაჭერა, ამისთვის ყველას დიდი მადლობა", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი