დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელევიზია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულს სიმპტომები არ აქვს თავს კარგად გრძნობს.

"მას ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვს და ის კოვიდ სასტუმროში დაკვირვების ქვეშაა. თავდაპირველად კორონავირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს. მაუწყებლის თანამშრომელი კორონავირუსის დადასტურებამდე ბოლო 6 დღის განმავლობაში ტელევიზიაში არ იმყოფებოდა", — აღნიშნულია ტელევიზიის განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსის შემთხვევები აქამდეც ყოფილა. თავდაპირველად, როცა ინფექცია პირველ თანამშრომელს დაუდასტურდა, საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.

ამ დროის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 992 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 100 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: